აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარი კირცხალია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეა.
მისი ინტერესები სკოლაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში - „იქნებ ვაზია სამშობლო“, სადაც წარმატება მოიპოვა და კონკურსის ათეულში მოხვდა. მოსწავლეს სკოლაში ახლახან დამსახურებული ჯილდო მოუვიდა, რომელიც პედაგოგებმა საზეიმოდ გადასცეს.
მოსწავლის პედაგოგი შორენა კუჭუხიძე გახლავთ, რომელიც მისი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: