აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლაში 16 სექტემბერი დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
სკოლაში ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაიწო - ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარა მოცეკვავები, შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები სკოლის ეზოში და დიდი ზარ-ზეიმი - ასეთი იყო 2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე მარანის საჯარო სკოლაში.
განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის ადმინისტრაციის მიმართვა სასკოლო საზოგადოებისთვის და სტიმულის მიმცემი გზავნილი.
„წარმატებები აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მრავალი საამაყო თაობის სამჭედლო ყოფილიყოს ჩვენი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლა“, - ასე აფასებენ სკოლის საქმიანობას და წელსაც ტრადიციული შემართებითა და დიადი მიზნებით ანახლებენ საქმიანობას სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: