უმიზეზო მოძრაობები, თვალების ხშირი ხამხამი, თითის წუწნა და ჩახველება - რა არის ბავშვის ასეთი საქციელის მიზეზი და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა.
ბევრი მშობელი შვილის ასეთ საქციელს მავნე ჩვევად მიიჩნევს. სინამდვილეში ნერვული ტიკი ეს არის კუნთების სწრაფი და უნებლიე განმეორებითი შეკუმშვა.
გამოვლინების ვარიანტები სხვადასხვაგვარია, ზემოთ ჩამოთვლილს შეგვიძლია დავამატოთ, მხრების აჩეჩვა, ხველა, ღრმა ამოსუნთქვა, წამოყვირება.
რატომ ჩნდება ნერვული ტიკი
ტიკი ნებისმიერ ასაკში ძლიერი მღელვარების ფონზე, ფსიქოტრამვული და სტრესული სიტუაციების შემდეგ ჩნდება. სტრესის ან მღელვარების წყაროდ კი შესაძლოა იქცეს ბავშვისთვის ახალი გარემო (საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლა), ღონისძიებაზე მოსალოდნელი გამოსვლა, საკონტროლო სკოლაში ან ახლობელ ადამიანებთან კამათი.
რისკის ჯგუფში არიან ბავშვები, რომლებსაც სუსტი სტრესამტანობა აქვთ და რომლებიც გამუდმებით სტრესულ სიტუაციაში არიან.
ტიკის შემცირებას ხელს უწყობს არასტრესული გარემო, ამასთან თუ ტიკს არ ვუმკრნალებთ ის შესაძლოა უფრო შესამჩნევი და ინტენსიური გახდეს.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს ნერვული ტიკი აქვს