მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწყეს.
პედაგოგებმა, არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაიუწიეს, ბუშტებით მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს და სიყვარულით შეეგებნენ.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო მონატრებულ კლასელებთან შეხვედრა, საყვარელი მასწავლებლების სასიამოვნო დახვედრა და სკოლის ადმინისტრაციის მამოტივირებელი მილოცვა.
საიმერლოს საჯარო სკოლის დირექცია თუ პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს შეუქმნან სასიამოვნო და ჰარმონიული გარემო, აუმაღლონ მათ მოტივაცია და სწავლება სასიამოვნო პროცესად აქციონ.
იხილეთ ფოტოები: