მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობითა და დიდი ჟრიამულით დაიწყო.
ყვავილებით ხელდამშვენებულმა პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, მეგზურობა კი პროფესიონალმა პედაგოგებმა გაუწიეს.
კლასელებს მონატრებული მოსწავლეები ერთმანეთს სიყვარულით შეეგებნენ, ზაფხულის არდადეგებისას დადუმებული სკოლა მოსწავლეების სასიამოვნო ჟივილ-ხივილით ახმაურდა.
„შაუმიანის მე-3 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს და ვუსურვებთ წარმატებებს სწავლაში“, - ამ სიტყვებით მიულოცა სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას აკადემიური წლის დაწყება და წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: