ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.
პედაგოგებმა, საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცეში მოსწავლეებს გულითადი დახვედრა მოუწყვეს.
მოსწავლეებმა კი, თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოება მრავალფეროვანი ნომრებით გაანებივრეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ყველასთვის წარმატებული წელი ყოფილიყოს“, - ასე მიულოცა სკოლის დირექტორმა მანანა მიქაძემ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება და წინსვლა უსურვა.
იხილეთ ვიდეო: