აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით დატვირთული იყო.
სკოლას, მასწავლებლებსა და კლასელებს მონატრებული მოსწავლეები დიდი ჟრიამულით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს.
პატარებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს პედაგოგებმა, პირველკლასელებმა კი, პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის ტაძარში.
განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის დირექტორის - ზურაბ თოდუას მილოცვა და ემოციური გზავნილი სასკოლო საზოგადოებისთვის:
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, მშობლებო, კოლეგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლის კარი!
გვახსოვდეს, განათლებული და შემდგარი თაობა ძლიერი ქვეყნის მომავალია!
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.