ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მოჭიდავე ოთარ ჯაფარიძემ, ძიუდოს ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
2024 წლის 22 სექტემბერს თბილისში სარეიტინგო ტურნირი 2008-2009 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის ჩატარდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ოთოს ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: