ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. ამას ცხადჰყოფს სკოლის მოსწავლის გამარჯვება ჭადრაკის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მის ამ მიღწევას სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს.
ეს მოსწავლეა მე-3 კლასელი გიორგი ნემსიწვერიძე, რომლის დამრიგებელი მაია თვარაძე გახლავთ.
მესამეკლასელი, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლის გამარჯვებით ამაყობს და მას წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ გიორგის ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას ვუსურვებთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: