16 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეთათვის დირექციამ და პედაგოგებმა საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს. ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
მათ შთამბეჭდავად მორთულმა საკლასო ოთახებმა განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლე-მასწავლებლებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და მათ წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
ვიდეო იხილეთ ბმულზე