ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, დიდი დღესასწაული გაიმართა. მოსწავლეებისთვის სასკოლო და საკლასო გარემო შთამბეჭდავად - ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მოირთო. ბავშვები განსაკუთრებით ანიმატორმა გაახარა, რომელთანაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
სკოლის დირექტორმა - ნინო ვარდოსანიძემ, ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება და თითოეულ მათგანს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: