„ნუცას ბაგა-ბაღში“ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წარმატებით განახლდა. აღმზრდელ-პედაგოგები პატარებს დიდი სიყვარულით დახვდნენ და, ტრადიციულად, წელსაც ზღაპრულ თავგადასავალს დაჰპირდნენ.
ბაღში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ბავშვების ინტერესებსა და სურვილებსაა მორგებული, უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო. ბავშვები სახალისო და ამავდროულად შემეცნებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი, თამაშ-თამაშით სწავლობენ, ვითარდებიან, იზრდებიან.
„ნუცას ბაგა-ბაღის დირექტორი ნონა ედიშერაშვილი აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ახალი, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს“,- ვკითხულობთ „ნუცას ბაგა-ბაღის“ სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: