ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს. მათთვის საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად მოირთო.
სწავლის დაწყების აღსანიშნავად სკოლაში ღონისძება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
დირექტორმა - მედიკო მირზაშვილმა სწავლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: