ყვავილებით ხელდამშვენებული მოსწავლეები, ღიმილიანი პედაგოგები და საზეიმოდ მორთული სკოლა - ასეთი იყო 16 სექტემბერი თბილისის N177 საჯარო სკოლაში.
საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოების ოვაციების ფონზე, წითელ ხალიჩაზე გაიარეს და მონატრებულ კლასელებსა და პედაგოგებს სიყვარულით შეეგებნენ.
განსაკუთრებით ემოციური იყო, სკოლის ხელმძღვანელის გელკა ოდიშელიძის სიტყვით მიმართვა, ახალი სასწავლო წლის დაწყება და სტიმულის მიმცემი გზავნილი.
16 სექტემბრის ემოციები და პოზიტიური განწყობა, უკვე მეორე კვირაა მოსდევს სასკოლო საზოგადოებას, რაც სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: