საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა „ბოლნისქალაქობა 2024“ აღნიშნეს.
სკოლა სახალხო დღესასწაულს დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შეუერთდა.
დღესასწაულზე სკოლის სახელოსნოში შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნათია კობალაძე. გამოფენაზე წარდგენილი იყო მოსწავლეთა სხვადასხვა ლამაზი და საინტერესო ნივთი, სადაც წარმოჩენილი იყო ბავშვების შემოქმედებითი უნარები
ასევე პედაგოგების - თინიკო რუსიეშვილისა და ხატია რაზმაძის ხელმძღვანელობით, ქიმიური შოუ მოეწყო, რომლითაც საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ამ დღესასწაულს აქტიურად შეუერთდნენ სკოლის რობოტიკისა და პროგრამირების კლუბის წევრები. პედაგოგების - დავით ადამაძისა და ლევან ადამაძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაზე ასევე ქართული-ხალხური სიმღერის გუნდი საინტერესოდ წარდგა.
„გუნდის წევრებმა ქართული ჰანგებით დაატკბეს მსმენელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ პედაგოგი მარიამ ფოჩხიძე ხელმძღვანელობდა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: