თბილისის N104 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშიებით, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული გაიმართა.
სკოლა მოსწავლეთათვის ლამაზად მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
სკოლის დირექტორმა - ირინა ჟამკოჩიანმა სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა ყველა მოსწავლე-მასწავლებელს. მან ასევე აღნიშნულ დღეს სკოლის კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სტუდენტობა მიულოცა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო თბილისის N104 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით კი დიდი სიყვარულით ვულოცავთ პირველკლასელებს პირველ ნაბიჯებს სკოლაში! ვუსურვებთ ბევრ ლამაზ, წარმატებულ და საინტერესო დღეს სკოლაში. მე-12 კლასის მოსწავლეებს, ასევე ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ვუსურვებთ ბევრად უფრო ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ წელს!
2023- 2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას! კურსდამთავრებულთა 50%-მა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.
მშვიდობიან და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
იხილეთ მორიგი ვიდეო ბმულზე