თბილისის N67 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო.
ტრადიციულად, წელსაც თბილისის N67 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო, სკოლას, კლასელებსა და პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები, საკლასო ოთახებს ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ.
„დავიწყეთ 2024-2025 სასწავლო წელი, ფეხბედნიერი ყოფილიყოს სრულიად 67-ე საჯარო სკოლის საზოგადოებისთვის!“, - ამ სიტყვებით შეეგება სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ სასკოლო საზოგადოების განწყობასა და მოტივაციაზე.
იხილეთ ფოტოები: