თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბედოშვილმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
21 სექტემბერს, პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში მოსწავლეთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც სკოლის მე-11 გ კლასის მოსწავლე მარიამ ბედოშვილი მონაწილეობდა.
მან თემის - „ატომური კვანძები“ პრეზენტაცია წარადგინა, რამაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
მე-11 კლასელი სამახსოვრო საჩუქრებითა და პრიზით დაჯილდოვდა.
სკოლა მოსწავლის მიღწევით ამაყობს და მას წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, სასკოლო საზოგადოება თითოეული მოსწავლის წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.