გოკიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ენის შესწავლა ხალისით დაიწყეს - მათ მეგზურობას პედაგოგი არეგნაზ ქალაშიანი უწევს
25-09-2024

მეორე კვირაა, რაც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებიც განახლებული შემართებით შეუდგნენ სწავლა-სწავლებას.

პირველკლასელები წიგნიერების დიდი სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

მათ მეგზურობას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი უწევს. 

პატარებმა ქართული ენის შესწავლა ხალისითა და ამაღლებული მოტივაციით დაიწყეს, თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესში დიდი ინტერესით იყო ჩართული. 

იხილეთ ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203