თბილისის N12 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ზღაპრულ სამყაროს ჰგავდა, სკოლის ეზოში ნამდვილი დღესასწაული გაიმართა.
არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს მასპინძლობა საყვარელმა პერსონაჟებმა გაუწიეს, მათთვის დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს, ბევრი ითამაშეს, სკოლის დაწყება აღნიშნეს და წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვეს.
2024 წლის 16 სექტემბერი - კიდევ ერთი დაუვიწყარ დღეა, რომელმაც ახალი ფურცელი დაწერა სკოლის მატეანეში.
„ეს საქართველოა, ეს მე-12 საჯარო სკოლაა თავისი ტრადიციებით, მაღალი კულტურით! ეს ის სკოლაა რომელსაც ენდობიან! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ სიტყვებს კი ნამდვილად ამართლებენ პროფესიონალი პედაგოგები, წარმატებული მოსწავლეები და ის შემართება, რაც სრულიად სასკოლო საზოგადოებას აქვს.
იხილეთ ფოტოები: