თბილისის N49 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზეიმით დაიწყო.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს მართლაც დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს, მათ კლასები სხვადასხვა დეკორაციით გაალამაზეს და ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს.
ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები, ბუშტებთან ერთად, სასწავლო მერხებზე დახვდათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა. სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ცაავამ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ძვირფასო ბავშვებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი, 2024 -2025 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: