თბილისის N31 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, პირველი კლასის მოსწავლეებს კი კუთვნილი წიგნები და ლეპტოპები გადაეცათ. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო, პატივცემულო მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ, მშვიდობიან სასწავლო წელს. სკოლა განსაკუთრებით მიესალმება ამ დღის შემოქმედებს, ჩვენს პირველკლასელებს და ულოცავს ცოდნის დიდ ტაძარში შემობრძანებას“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: