ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და მხიარულებით დაიწყო.
სასკოლო სივრცე, მათ შორის, ეზოც სპეციალური დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული, რამაც მოსწავლეთა განწყობა აამაღლა. გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდმებითა და ხალისით ჩაერთო.
მოსწავლეები პედაგოგებს დიდი სიყვარულით შეხვდნენ, გაესაუბრნენ და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - ნონა ჩუბინიძემაც მიმართა.
„წარმატებული, მშვიდი, ბედნიერი და ხალისიანი სასწავლო წელი ჩემო ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლავ“,- სიამაყით აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს ტრადიციულად საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: