თბილისის N200 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ისინი ბავშვებთან შესახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დადებითი ემოციები აჩუქეს.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა. მათ სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ელდარ არაბულმა.
„ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებსა და კოლეგებს გილოცავთ სწავლის დაწყებას, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- საზეიმოდ მიმართა დირექტორმა შეკრებილ საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: