დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
სასკოლო გარემო და საკლასო კლასები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობაზე დადებითად იმოქმედა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს და ასე გამოხატეს მათ მიმართ პატივისცემა.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
„წარმატებების, ახალი გამოცდილებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისა და რეალიზების წელი ყოფილიყოს ყველასათვის“, -აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: