თბილისის N36 საჯარო სკოლა ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს პოზიტიური განწყობითა და დიდი შემართებით შეხვდა.
ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში, შთამბეჭდავი და ლამაზი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო. მათ ასევე საზეიმო გარემოში კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას 16 სექტემბერს საპატიო სტუმრები - ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ეწვივნენ. მათ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს..
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა.
სასკოლო საზოგადოებამ თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებული, ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: