ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, დიდი ჟრიამულით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სადაც დირექტორმა - ომარ ბოლქვაძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან მოსწავლე-მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა, პირველკლასელებს კი საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განწყობაზე დირექციამ, პედაგოგებმა იზრუნეს და მათ მორთულ-მოკაზმული სასკოლო გარემო დაახვედრეს.
ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: