ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით, საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“ პირველად შეაბიჯეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე იქ მყოფი ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
სასკოლო საზოგადოებამ ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მოსწავლე-მასწავლებლებს წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: