კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თემატური პოსტერები შექმნეს 
25-09-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, ამას მოწმობს ის აქტივობები, რასაც მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით ახორციელებენ.

ახლახან, სკოლაში, მშვიდობის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა.  მის ფარგლებში, ბავშვებმა, მასწავლებლების დახმარებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს. 

სკოლის მოსწავლეებმა: ფიდან ასკეროვამ, სამა გუსეინოვამ, მინარა მეხტიევამ და აიგიუნ საფაროვამ მოამზადეს თემატური პოსტერები და გამოფინეს თვალსაჩინო ადგილას.

მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა კაცობრიობისთვის. 

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას, რომ შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დრო, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203