ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი, ახალი შემართებითა და სასკოლო საზოგადოების ამაღლებული განწყობით დაიწყო.
კლასელებსა და მასწავლებლებს მონატრებულმა მოსწავლეებმა სკოლა სასიამოვნოდ აახმაურეს, ბევრი იხალისეს და ასე, პოზიტიური ენერგიით სასკოლო ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ.
უკვე მეორე კვირაა, რაც სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში განახლდა, აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი პირველი დღის ემოციები მოსდევთ და დიდი სიხარულით მიიწევენ აკადემიური მიზნებისკენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისა თუ პედაგოგების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, ეს მიდგომა კი ხშრად ხდება წარმატების საწინდარი.
იხილეთ ფოტოები: