ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი მიღწევებით სკოლას ასახელებენ.
სწორედ ასეთი მოსწავლეები არიან - სესილი ბერიძე და ნინი ბეჟანიძე, რომელებიც 19 სექტემბერს, საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
ახალგაზრდები 142 მოსწავლეს შორის მოხვდნენ, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიმპიადაში, ფიზიკაში გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ლეპტოპები და სიგელები გადაეცათ.
„ვულოცავთ სესილის და ნინის და ვუსურვებთ უფრო დიდ წარმატებებს! მადლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საინტერესო ინიციატივებისა და სწავლა-სწავლების პროცესში სკოლების მხარდაჭერისათვის!“
როცა სწავლა ხელშეწყობილი და შედეგი დაფასებულია!, - აღნიშნავენ სკოლაში.