წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის პირველი დღე ემოციური და პოზიტიური იყო სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
საზაფხულო არდადეგებზე დადუმებული სკოლა, მოსწავლეების სასიამოვნო ჟივილ-ხივილმა აახმაურა, პატარების სასკოლო ოთახებს ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს გულითადი დახვედრა მოუწყვეს და მათ განწყობაზე განსაკუთრებით იზრუნეს.
განსაკუთრებით მამოტივირებელი აღმოჩნდა სკოლის დირექტორის თამარ ქარაიას მილოცვა და გზავნილი სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: