წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და გერემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მოტივით, სკოლაში აქტიურ საქმიანობას ეწევა ეკოკლუბი „მწვანე გზა“, რომელიც კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბი 2024 წლის კონკურსის ნახევარფინალისტია, რაც კარგად მეტყველებს მოსწავლეების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მიმართულებით.
„მადლობა მეგობრებო, რომ მუდმივად გვამხნევებდით და მხარს გვიჭერდით!“, - ასე მიმართავს ეკოკლუბი სასკოლო საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანს, რომელიც მხარში ედგა და გულშემატკივრობდა.