ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლაში, მოსწავლეებსა და პედაგოგებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, სკოლის ეზოში დიდი ზეიმი გაიმართა, დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა.
კლასელებსა და პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები დიდი სიხარულით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და უკვე მეორე კვირაა აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
პირველ დღეს, მოსწავლეებისთვის ემოციური იყო სკოლის დირექტორის ბადრი შავიშვილის მილოცვა და სტიმულის მიმცემი გზავნილი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: