შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი დაასუფთავეს
11-06-2018
ოზურგეთის, შრომის საჯარო სკოლაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა სოფელში არსებული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოზარდებმა ასევე მათი სოფლიდან მეორე მსოფლიო ომში წასულ გმირებს პატივი მიაგეს.