წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა. სკოლაში საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განაახლეს.
იხილეთ ფოტოები: