ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებული ენერგიით, შემართებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
პედაგოგებმა მონატრებულ მოსწავლეებს საკლასო ოთახების საზეიმოდ მორთული დაახვედრეს, გულთბილად შეეგებნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მოსწავლეები სიამოვნებით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს, სიყვარულით შეეგებნენ კლასელებს და უკვე მეორე კვირაა, სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
„მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო, გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!“, - ასე მიულოცა აკადემიური წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ნესტან სიხარულიძემ და წარმატებული წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: