სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა.
სკოლის დირექტორმა - ინგა ვარდიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან. სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღებით, სითბოთო და სიყვარულით პირველი კლასის მოსწავლეები მიიღო. პატარებს პირველ მასწავლებელთან - რუსდან გუგუშვილთან ერთად, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული სასწავლო წელი ელოდებათ წინ. მათ კუთვნილი ლეპტოპები და წიგნებიც გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა საზეიმო განწყობა ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: