ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად განახლდა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა STEAM სწავლებას, რასაც მოწმობს სკოლის ბაზაზე არსებული STEAM კლუბის საქმიანობა.
კლუბის ფარგლებში, სკოლაში, არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნილა. მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით, 23 სექტემბერს სკოლამ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების ექსპერტებს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბულია.
ექსპერტები კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ სკოლის ბაზაზე არსებული STEAM კლუბის საქმიანობის მიმდინარეობას, მოსწავლეთა შექმნილ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ნამუშევრებს.
როგორც აღნიშნავენ, „ინოვაციების ინკუბატორების“ წევრმა მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს ჭკვიანი სათბურის ახალი შესაძლებლობები და დასახული მიზნები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: