ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
26-09-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ახალი სხივი“, რომელიც მოწოდებულია მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას მიაჩვიოს და გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმაროს. 

სკოლის ეკოკლუბი - „ახალი სხივი“ (ლიდერი მასწავლებელი ელისო მაწკეპლაძე) სამოქალაქო კლუბ „თავისუფალი ხმის“ (ლიდერი მასწავლებელი - ნათია ხორხომელიძე) წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა  გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და წარმატებული საქმიანობის წყალობით, გუნდმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“-ის ნახევარფინალისტის სტატუსი მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები, რომლებიც, კონკურსის თანახმად,  მიესადაგება მდგრადი განვითარების მიზნებს.

გუნდის წევრები დამსახურებული სერტიფიკატებით, მაისურებითა და წიგნებით დასაჩუქრდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203