სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო.
სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე ისაუბრა.
პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებები, ჩვენო საუკეთესო ბავშვებო, თქვენ, ჩვენი და ქვეყნის მომავალი ხართ“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: