მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა განვითარებაზე, წარმატებულ მომავალსა და განათლებაზე პროფესონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ისინი, დირექციასთან ერთად, ყოველდღიურად შრომობენ იმისთვის, რომ საქართველოს ღირსეული ახალი თაობა აღუზარდონ.
განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც მათი შრომა ფასდება. ახლახან, სკოლას საზოგადოებისა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
სკოლაში ამ ფაქტით ხარობენ.
იხილეთ ფოტო: