უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს თეტრალური დასი, სადაც ხელოვნებაზე შეყვარებული მოსწავლეები სასმსახიობო ოსტატობას ეუფლებიან და საზოგადოებას საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობენ.
ხვალ, 15:00 საათზე კი, ძევრის სკოლის თეატრალური დასი, თერჯოლის კულტურის სახლში, სპექტაკლის, პრემიერაზე გეპატიჟებათ.
სპექტაკლი, ვაჟა ფშაველას ნაწარმოების - „სტუმარ-მასპინძელი“, მიხედვით დაიდგა. რეჟისორი კი, ტატო პატარიძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ძევრის სკოლის კურსდამთავრებულის, ბიზნესმენ ზვიად მეფარიძის მხარდაჭერით დაიდგა.
იხილეთ ვიდეო: