სენაკის N7 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
იქ ახალი სასწავლო წელი საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო. სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ახალი სასწავლო წლის მოლოდინებზე ისაუბრა.
პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, მათ ბავშვები უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი თითოეული ჩვენგანისთვის მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს.
განსაკუთრებით ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებმაც ახლა სკოლის კარი პირველად შემოაღეს. აქ მიღებული ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან და ღირსეულ მამულიშვილობას გაუწევენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: