ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა მრავალმხრივ განვითარებაზეც მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ კონკურსში ხშირად ერთვებიან. ახლახან, XI კლასის მოსწავლეებმა - ვალერი პაპასკირმა, საბა მოსიძემ და სანდრო სანაიამ კალათბურთში, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩატარებულ საერთაშორისო ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
სკოლაში მათი მიღწევა ახარებთ. მოსწავლეები ახლახან, დირექციამ დააჯილდოვა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: