საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო კლუბი სამუშაო პროცესს საგანმანათლებლო თამაშით დაუბრუნდა
26-09-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. სკოლაში სამოქალაქო კლუბმა - „ცვლილების პიკმა“ მუშაობა აქტიურად გააგრძელა და დაბრუნდა თამაშით - Win as much you can. (X/Y).

თამაში მიზნები გახლავთ:

  • კონფლიქტური სიტუაციის სიმულაცია, სადაც მონაწილეები შეასრულებენ სტრატეგიებს;
  • ნდობის აღდგენისა და მოლაპარაკების უნარების გამომუშავება;
  • სტრატეგიული აზროვნების უნარის განვითარება.

აღნიშნული თამაშით, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შეძლებენ:

  • ისწავლონ მოგება-მოგება, წაგება-წაგება და მოგება-წაგების შედეგები;
  • ისწავლონ ქცევის ტიპები კონფლიქტურ სიტუაციებში;
  • ივარჯიშონ და დახვეწონ მოლაპარაკების უნარები;
  • ივარჯიშონ ნდობის აღდგენის უნარ-ჩვევებში;
  • ივარჯიშონ და სტრატეგიული აზროვნების უნარების გამოიმუშავონ.

ამ აქტივობას მხოლოდ 3 სავალდებულო წესი აქვს:

  • საკუთარი გუნდის გარდა არ შეგიძლიათ სხვა გუნდის რომელიმე წევრთან კომუნიკაცია, თუ არ გექნებათ ამის კონკრეტული ნებართვა;
  • ყოველი რაუნდისთვის თითოეული გუნდი უნდა შეთანხმდეს ერთ არჩევანზე;
  • არ შეგიძლიათ გაამჟღავნოთ თქვენი გუნდის არჩევანი უნებართვოდ. 

სკოლაში გვაცნობენ თამაშის წესებს, რომელიც სამი რაუნდისგან შედგება. თამაშის მე-5, მე-8 და მე-10 რაუნდები „ბონუს“ რაუნდებია. აღნიშნულ რაუნდებში დამატებითი ქულების მოსაპოვებლად თითოეულ გუნდს შეუძლია საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნოს სხვა გუნდების წარმომადგენლებთან, რომელთანაც გადაწყვეტილებას მიიღებს. 

„მე-5, მე-8 და მე-10 რაუნდში თქვენი ქულები შესაბამისად 3-ჯერ, 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი იქნება. ამ რაუნდებში დამატებითი ქულების მოსაპოვებლად თითოეულ გუნდს შეუძლია გაგზავნოს საკუთარი წარმომადგენელი სხვა გუნდების წარმომადგენლებთან 3 წუთის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სასაუბროდ. ამის შემდეგ წარმომადგენელი ბრუნდება თავის გუნდში და გუნდს კიდევ ერთხელ ეძლევა ერთი წუთი „X“ ან „Y“ არჩევანის მისაღებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203