ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. ისინი ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებოდნენ, სასკოლო გარემო მორთეს, მათ განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
გაიმართა საზეიმო ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებით ჩაერთო. პირველი კლასის მოსწავლეებს კი კუთვნილი წიგნები და ლეპტოპები გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებამ ეს მნიშვნელოვანი დღე - ახალი სასწავლო წლის დაწყება, ერთმანეს მიულოცა და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: