გაღმა საჯიჯაოს, ახალი ხიბულის N2 და საჯიჯაოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სპორტულ კვირეულში წარმატებით იასპარეზეს 
25-09-2024

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს, ახალი ხიბულის N2 და საჯიჯაოს საჯარო სკოლებში მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.  ამჯერად, მოსწავლეები „ევროსპორტის“ კვირეულში ჩაერთნენ. 

მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და ფინალშიც გადავიდნენ. 

ფინალისტი გოგონები არიან:

  • ცირა ახალაია (გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა);
  • ანი კილასონია (საჯიჯაოს საჯარო სკოლა).

მესამე ადგილისთვის კი შემდეგი მოსწავლეები იბრძოლებენ:

  • თიკო ნანეიშვილი (საჯიჯაოს საჯარო სკოლა);
  • მარიამ ოკუჯავა (საჯიჯაოს საჯარო სკოლა).

ბიჭებს შორის, ფინალისტები შემდეგი მოსწავლეები გახდნენ:

  • საბა სიჭინავა (ახალი ხიბულას საჯარო სკოლა);
  • ნუკრი ნარმანია (ხობის საჯარო სკოლა).

შემდეგი მოსწავლეები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ:

  • ანრი ჭანტურია (გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა);
  • ლუკა გუჯაბიძე (საჯიჯაოს საჯარო სკოლა). 

მათ სკოლებში დიდ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203