ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის ზეიმით დაწყება ტრადიციად არის ქცეული, არც 2024 წელი ყოფილა გამონაკლისი. სკოლაში 16 სექტემბერი დიდ დღესასწაულს ჰგავდა.
„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს. განსაკუთრებით, ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად მოვიდნენ ცოდნის ტაძარში!“, - ასე მიულოცა სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ სასკოლო საზოგადოებას აკადემიური წლის დაწყება.
მოგვიანებით კი, დირექტორმა სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე, ტრადიციულად, დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებული თანამშრომლები და მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში:
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გახსნის ცერემონია ჰიმნის თანხლებითა და დროშის აღმართვით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: