ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ბავშვებისთვის საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სწავლის დაწყება, მათ საინტერესო, ნაყოფიერი სასწავლო წელი და წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: